და შენ ვერ მხედავ.

არადა, 2015 წლის შემდეგ, 96.9% ჩვენგანი ერთხელ მაინც გამხდარა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი. მოუყენებიათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუცინიათ, შეუგინებიათ, დავუწყევლივართ, მოუმართავთ დამამცირებელი ფრაზებით.

71.4%-ს ერთხელ მაინც გამოგვიცდია ფსიქო-ემოციური ძალადობა, 40.3%-ს მიგვიღია სიძულვილის გამომხატველი მეილები/წერილები.

ძალიან ბევრნი ვართ, ვისაც ერთხელ მაინც განგვიცდია სექსუალური შევიწროვება სექსუალური ორიენტაციის/გენდერული გამოხატვის საფუძველზე. მიგვიღია სექსუალური შინაარსის შეთავაზებები, დამამცირებელი კომენტარები, მოგვისმენია ისეთი ხუმრობები, რაც თავს შეურაცხყოფილად გვაგრძნობინებდა.

ასეთ მდგომარეობაში 59.27% ვართ. ძალადობის თავიდან ასაცილებლად ჩვენ სხვადასხვა სტრატეგიებს მივმართავთ. მათ შორის, ჩვენი თემის წევრების 38% მალავს საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას.

ამის მიუხედავად, 94.5%-ს საკუთარი იდენტობის შესახებ გამხელილი გაქვს მეგობრებისთვის. აქედან 95.9%-მა საერთოდ თავად გითხარით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი „საიდუმლოს“ შესახებ.

რადგან სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად ვენდობით. თქვენ ჩვენი ყველაზე დიდი დასაყრდენი ხართ.