და შენ ვერ მხედავ. თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, 64.5% ჩვენგანი ერთხელ მაინც გამხდარა დისკრიმინაციის მსხვერპლი სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე.

33.6%-ს ერთხელ მაინც გამოგვიცდია დისკრიმინაცია დასაქმების სფეროში სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე.

სამსახურის ძიებისას, 23.4%-ს ერთხელ მაინც გვითხრეს უარი დასაქმებაზე იმის გამო, რომ ლგბტქ ჯგუფს მივეკუთვნებით.

10.2% სამსახურიდან გაგვათავისუფლეს კიდეც სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით;

ჩვენგან 16% თვლის, რომ დამსაქმებლები სხვა თანამშრომლებთან შედარებით უფრო მეტ მოთხოვნებს გვიყენებენ.

მხოლოდ ფიზიკური საფრთხის არარსებობა ჩვენთვის შეღავათი არაა. ზემოთ აღწერილი რეალურური სურათი ქმნის არაღირსეულ გარემოს ჩვენთვის, როგორც მშრომელი, შემოქმედებითი და პროფესიონალი ადამიანებისთვის.