და შენ ამას ვერ ამჩნევ.

არადა 84.4%-ს ჩვენგანს ერთხელ მაინც განუცდია ძალადობა ოჯახის წევრების მხრიდან.

ძალადობის ამ გამოცდილებებმა 25.7%-ს შეგვირყია ფიზიკური ჯანმრთელობა;

86.4%-ს შეგვერყა ფსიქიკური ჯანმრთელობა;

72.8%-მა ძალადობისგან თავის ასარიდებლად, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, ცხოვრების წესი და ქცევა შევიცვალეთ.

77.5%-ს ძალადობის ამ ფაქტებმა გაგვიფუჭა ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.

ჩვენგან 96.9% ერთხელ მაინც გამხდარა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი. ეს ისაა, როცა კონკრეტულ ჯგუფს მიგაკუთვნებენ და ამის გამო გირტყამენ, გემუქრებიან, გქურდავენ, გაშანტაჟებენ, დაგცინიან, შეურაცხგყოფენ.

79.8%-ს ასეთმა ძალადობრივმა გამოცდილებამ ფსიქიკური ჯანმრთელობა დაგვიზიანა.

68.3%-მა ძალადობისგან თავის ასარიდებლად, ისევ ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, ცხოვრების წესი და ქცევა შევიცვალეთ.