უცნაურია, მაგრამ გამოკითხულ მამაკაცთა 21%-სთვის ყველაზე არასასურველი მეზობელი კრიმინალია, 43%-სთვის კი – ჰომოსექსუალი.

ხოდა, მათ რომ თვალში ზედმეტად არ გავეჩხიროთ და პოტენციური ძალადობა თავიდან ავირიდოთ იძულებული ვართ სხვადასხვა სტრატეგიებს მივმართოთ:

ჩვენთაგან 55% პარტნიორთან ხელჩაკიდებულ სიარულს ერიდება – არადა, ვის რას დააკლებს ჩვენ რომ ერთმანეთს ხელი ჩავკიდოთ?

38% იძულებულია საკუთარი სექსუალური ორიენტაცია დამალოს – შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩვენს ადგილას თავი? „არა, ნათელა დეიდა, მე?! ჰეტეროსექსუალი?! როგორ გეკადრებათ!“;

12% თითქმის ყოველთვის და 16% ხშირად თავს არიდებს გარკვეულ ადგილებში სიარულს; 5%-ს გვიწევს მოვერიდოთ თემის წევრებთან ღიად ურთიერთობას, 4%-ს კი გვირჩევნია ღამე გარეთ საერთოდ არ გავიდეთ.

და ვრჩებით სახლში ისე, რომ მეზობლებმაც არ შეგვამჩნიონ როგორ ვართ ის, რაც ვართ.