და შენ ვერ მხედავ.

არადა, ბოლო ორი წლის მანძილზე, 64.5% ჩვენგანი ერთხელ მაინც გამხდარა დისკრიმინაციის მსხვერპლი სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე.

46 %-ს გამოგვიცდია დისკრიმინაცია და არასათანადო მოპყრობა სერვისების მიღებისას.

70.1%-მა დისკრიმინაცია საკუთარ თავზე ვიწვნიეთ კაფეში, ბარში, რესტორანში, მაღაზიაში, კლინიკაში, ბანკში, ყველგან, სადაც შენ უპრობლემოდ დადიხარ.

ამის გამო 55% ჩვენთაგანი ერიდება საჯარო ადგილებში ხელჩაკიდებულ სიარულს, 38% კი მალავს საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას.

ჩვენ იძულებული ვართ დავმალოთ საკუთარი იდენტობა, დავთრგუნოთ თვითგამოხატვა, რადგან ფიზიკურად გადარჩენის სხვა გზას არ გვიტოვებენ. ალბათ, ამიტომაც ვერ მხედავ, როცა ერთად ვმგზავრობთ.