და შენ არ გინდა ამის დაჯერება. არადა, ჩვენგან 60% ოჯახთან ერთად ცხოვრობს, 84.4%-ს კი ერთხელ მაინც განგვიცდია ძალადობა ოჯახის წევრების მხრიდან. ჩვენ პერმანენტული ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები ვართ.

ჩვენზე ფიზიკურად თანაბრად ძალადობენ დედაც, მამაც, დაც და ძმაც. ჩვენგან 15.7% იძულებით ერთხელ მაინც წავუყვანივართ ოჯახის წევრებს ექიმთან სამკურნალოდ „გამოსწორების მიზნით“. ხშირად დედები იზოლაციაში გვამყოფებენ, გვაიგნორებენ.

შენ არ გამოგიცდია იძულებითი მკურნალობა, სოციალური იზოლაცია, ოჯახის წევრების მხრიდან სრული იგნორორება, მეგობრებთან ურთიერთობის შეზღუდვა. ჩვენ კი, უმეტესობას, ვისაც ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი, ოჯახი არ გვიღებს და მხარს არ გვიჭერს, უფრო ხშირად ვხდებით დისკრიმინაციის მსხვერპლები.